ოსიმენის რეკორდული შედეგი…
ნაპოლის ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა უდინეზეს კარში სკუდეტოს მომტანი გოლი გაიტანა და ამ გოლით ნიგერიელმა ფორვარდმა კიდევ ერთი ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
ოსიმენისთვის აღნიშნული გოლი სერია ა-ში 46-ე გახლავთ, რითიც ის იტალიური ფეხბურთის ისტორიაში აფრიკელი ფეხბურთელების ბომბარდირთა დავაში ლეგენდარულ ჯორჯ ვეას გაუთანაბრდა.