Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოსიმენმა სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და ატალანტასთან მატჩისთვის მზად იქნება

ნაპოლის ლაზარეთიდან ტრავმირებული ვიქტორ ოსიმენი უბრუნდება, რომელიც სერია ა-ს მომდევნო ტურისთვის გუნდის განკარგულებაში იქნება.

Il Mattino-ს ცნობით, ნიგერიელმა ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და ატალანტასთან შეხვედრაში ნაპოლის განაცხადში მოხვდება, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ 24 წლის ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

ოსიმენი პარტენოპეის ძირითადში დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის მატჩში იქნება, რომელსაც ნაპოლი რეალის წინააღმდეგ გამართავს.