Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პანდევი:“ მაცარი ნაპოლისთვის სწორი არჩევანია“

ნაპოლის ყოფილი ფორვარდის გორან პანდევის აზრით, პარტენოპეის რიგებში ვალტერ მაცარის დაბრუნება სწორი გადაწყვეტილებაა.

„ნაპოლი იუვენტუსსა და ინტერს 10 ქულით ჩამორჩება, რაც ძალიან ბევრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მაცარი სეზონს მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაასრულებს, ჩემპიონთა ლიგასა და კოპა იტალიაზე კი გუნდი კარგ შედეგებს დადებს.

„ხშირად მესმის, რომ მაცარის 3-5-2 სქემა ნაპოლისთვის პრობლემა იქნება, რაც სიმართლე არ არის, ვალტერს სხვა ფორმაციითაც შეუძლია თამაში და ადაპტაცია მისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.

„გარსია ? მის გამო ვწუხვარ, მწვრთნელზე საუბარი, რომელიც სამსახურს კარგავს მარტივი არასოდეს არის, მაგრამ ეს ფეხბურთია

„ნაპოლის დიდებული შემადგენლობა ჰყავს და აშკარაა, რომ რაღაც არ მუშაობს. ასეთი რაღაცეები ფეხბურთში ხდება, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ გუნდს გამორჩეული ტალანტები ჰყავს.“