Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პაოლო მალდინი მანჩესტერ იუნაიტედს დაუკავშირეს…

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მილანის ლეგენდა პაოლო მალდინი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის დირექტორთა რიგებს შეუერთდეს.

The Sun-ის ინფორმაციით, მალდინის გუნდში ხილვა ჯიმ რეტკლიფს სურს, რომელიც უახლოეს პერიოდში წითელი ეშმაკების აქციების 25 პროცენტის მფლობელი გახდება.

მალდინიმ მილანი გასულ ზაფხულს დატოვა და მას შემდეგ უსაქმოდ არის დარჩენილი. ლეგენდარულ იტალიელს ბოლო პერიოდში არაბულ გუნდებსაც უკავშირებდნენ.