Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პარედესი:“ იმედი მაქვს, რომ იუვენტუსში დავრჩები“

იუვენტუსის ნახევარმცველმა ლეანდრო პარედესმა ლეჩესთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მე დიდი ხანია გოლი არ გამიტანია, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ყველაზე მეტად გუნდის წარმატება მახარებს.

„რატომ ჩავეხუტე პოგბას გოლის შემდეგ ? მატჩების წინ ჯარიმებზე ყოველთვის ვვარჯიშობ და დღეს პოლს ვუთხარი, რომ კარგი შეგრძნება მქონდა, გოლი მასთან ერთად ამიტომ ავღნიშნე.

„კონფლიქტი ალეგრისთან ? ასეთი ინციდენტები ყველა ოჯახში ხდება, თუმცა ჩვენ ყველაფერი მოვაგვარეთ და წინსვლას ერთად ვაგრძელებთ.

„ჩემი მომავალი ? მე აქ ყოფნა მომწონს, იუვენტუსში ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ დარჩენას შევძლებ.“