Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პავარი ინტერის რიგებს ხუთშაბათს შეუერთდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი ბენჟამინ პავარის ტრანსფერს ხუთშაბათს გააოფიციალურებს.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი მილანში ხვალ ჩაფრინდება, ზეგ კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ლომბარდიულ გრანდთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი გასამრჯელო 4.5 მილიონი ევრო იქნება.

ინტერი ბაიერნს 27 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება.