პავარის ტრავმის თაობაზე არც თუ ისე პოზიტიური მოლოდინებია…
ინტერმა გუშინ ატალანტას დამარცხება და პირველი პოზიციის გამყარება შეძლო, თუმცა ლომბარდიულ გრანდს 3 ქულა საკმაოდ ძვირი დაუჯდა.
ტრავმის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია ბენჟამინ პავარს, რომელმაც მუხლი დაიზიანა და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სამედიცინო შტაბი არც თუ ისე პოზიტიურად არის განწყობილი.
წყაროს ინფორმაციით, პავარი სამედიცინო შემოწმებას ხვალ ჩაიტარებს, რის შემდეგაც მისი ტრავმის სიმძიმე და დაბრუნების სავარაუდო დრო გვეცოდინება. გამოცემის აზრით, პავარს მინიმუმ 6-8 კვირა გაუცდება, ხოლო თუ მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ეს დრო საგრძნობლად გაიზრდება…