Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პავარმა მანჩესტერი უარით გაისტუმრა და ინტერში გადასვლა სურს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა ბენჟამინ პავარის გაფორმება სცადა, რომლის მიმართ ინტერესს ინტერი იჩენს, თუმცა ფეხბურთელისგან უარი მიიღო.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პავარსა და ინტერს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს და 27 წლის ფეხბურთელის ბენეამატას რიგებში ტრანსფერს ბაიერნის მწვანე შუქი აკლია.

ინტერის ბოლო წინადადება 28 მილიონი ევრო გახლავთ, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 4-5 მილიონი დაემატება, ბაიერნს კი 35 მილიონი ევროს მიღების იმედი აქვს…