Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პავარს ოპერაცია არ სჭირდება, თუმცა…

ინტერის მცველმა ბენჟამინ პავარმა, რომელმაც მუხლის დაზიანება სერია ა-ს გასულ ტურში მიიღო, სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პავარს მუხლის ძვლის თავის გადაადგილება დაუდასტურდა, რის გამოც მას მინიმუმ ერთი თვე ფიქსატორით მოუწევს სიარული, თუმცა 27 წლის ფეხბურთელის ტრავმა იმდენად სერიოზული არ არის, რომ მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.

წყაროს ცნობით, პავარი დიდი ალბათობით მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს და გუნდს იანვარში დაუბრუნდება.