Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პელეგატი:“ მენიოს კარიერის დასრულება მილანში სურს“

მიმდინარე სეზონში ხშირი ტრავმიანობის მიუხედავად, მილანის კარის დარაჯის მაიკ მენიოს მიმართ ევროპული გრანდების მხრიდან ინტერესი არ იკლებს, თუმცა როგორც ჩანს, ფრანგი კარის დარაჯი როსონერის დატოვებას არ აპირებს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტისა და მილანის ინსაიდერის კარლო პელეგატის ინფორმაციით, მენიო გუნდის დატოვებას არც კი განიხილავს.

„ჩემი ინფორმაციით, მენიომ თავისი აგენტების მეშვეობით მილანის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ის გუნდის დატოვებას არც კი განიხილავს და როსონერის რიგებში დარჩენა კარიერის ბოლომდე სურს. მაიკი ძალიან სერიოზული ადამიანი და პროფესიონალია, რომელიც სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის.“