Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პერეირას აგენტმა ინტერის ინტერესი დაადასტურა

რობერტო პერეირას აგენტმა ფედერიკო პასტორელომ დაადასტურა, რომ ის არგენტინელი ფეხბურთელის თაობაზე ინტერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

პერეირას კონტრაქტი უდინეზესთან 30 ივნისს ამოიწურა და ის თავისუფალი აგენტი გახლავთ.

„ამ მომენტისთვის ჩვენ ისეთი წინადადება, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, არ მიგვიღია.

„პერეირრას პრიორიტეტი სერია ა-ში დარჩენაა, ჩვენ ინტერთან რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ, მაგრამ ამ მომენტისთვის გადაწყვეტილი არაფერია.“