პინტუ:“ დიბალა და სხვები რომას გამო ტკივილის ფონზე თამაშობენ, მოურინიო ?…“
რომას დირექტორმა ტიაგუ პინტუმ სევილიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„23 ჩარტერული რეისი რომიდან ბუდაბეშტში ? რომას ტიფოზები არიან ადამიანები, რომელთა ემოციები და გვერდში დგომა ჩვენ სირთულეების გადალახვაში გვეხმარებოდა და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მათთვის მადლობის გადახდა კარგი შედეგებით შეგვიძლია.
„დიბალა სასტარტოში ? დღეს ეს დიბალაა, სეზონის განმავლობაში კი არაერთი ფეხბურთელი რომასთვის მსხვერპლზე მიდიოდნენ და ტკივილის ფონზე თამაშობდნენ. ბელოტი, სმოლინგი, აბრაჰამი და სხვები, ეს ჩვენ სიამაყის საბაბს გვაძლევს.
„ერთ დღეს, როდესაც მე რომას დავტოვებ, შეგიძლიათ თქვათ, რომ მე ჩემი საქმე არ ვიცოდი და შეცდომებს ვუშვებდი, მაგრამ ვერავინ იტყვის იმას, რომ მე რომას სულისკვეთება და DNA არ მესმოდა. ჩემთვის ამ გუნდის რიგებში მუშაობა ყოველთვის უდიდესი სიამაყის საფუძველი იქნება.
„მოურინიო ? ჩვენ ვიცით, რომ ფეხბურთი მოულოდნელობებით არის სავსე და 100 პროცენტით რაიმეს თქმა შეუძლებელია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ის დარჩება და ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ.“