Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პინტუ:“ საპატას ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება“

რომას დირექტორმა ტიაგუ პინტუმ სალერნიტანასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და დუვან საპატას მიმართ არსებული ინტერესი დაადასტურა.

„ჩვენ წინ რთული მატჩი გველოდება, თუმცა ვიცით, რომ სეზონის პოზიტიური სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დღევანდელ მატჩში გამარჯვებას ვეცდებით.

„ფორვარდის ძიება ? სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ 12 დღეა დარჩენილი, ამიტომ ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. საპატა ? ის ჩვენი ერთ-ერთი სამიზნეა, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

„გუნდის მიზნები მიმდინარე სეზონში ? ახლა ჩვენი მთავარი მიზანი სალერნიტანას დამარცხებაა.“