პიოლი:“ ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, გუნდი უფრო კლინიკური უნდა იყოს“
მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ კრემონეზესთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ შედეგის გამო იმედგაცრუებულები ვართ, რადგან გუნდის მიზანი დღეს გამარჯვება იყო. გუნდი ძალიან ბევრ ხელსაყრელ მომენტს ვერ იყენებს, რამაც უკვე არაერთი ქულა დაგვაკარგვინა. ძალიან კარგი პირველი ნახევრის შემდეგ, ჩვენ ძალიან ქაოტურები და ნერვიულები ვიყავით, გუნდური თამაში ვერ ვაჩვენეთ.
„მილანმა შეტევის ფაზაში უკეთ უნდა ითამაშოს. ჩვენ მეტოქე გუნდის საჯარიმოს მარტივად ვუახლოვდებით და მომენტებს ვქმნით, მაგრამ მათ დაგვირგვინებას ვერ ვახერხებთ, გუნდი უფრო კლინიკური უნდა გახდეს.
„ჩვენ სერია ა-ში 5 უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება და ვიცით, რომ ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს.“