Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ჩვენი საკუთარი თავის უნდა ვირწმუნოთ, ლეაუ ?…“

მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ინტერთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ინტერმა კარგი პირველი ნახევარი ჩაატარა, ისინი უკეთესები იყვნენ და 2 გოლი გაიტანეს, ჩვენ კი უკეთესი მეორე ნახევარი გვქონდა, თუმცა გატანა ვერ შევძელით. ასეთ დონეზე ფეხბურთი ასეთია, თითოეულ მომენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ დაცვაში უფრო მეტი ყურადღებით თამაში გვმართებდა, რადგან ორივე გოლი ჩვენსავე შეცდომას მოჰყვა. სიტუაცია რთულია, მაგრამ ჩვენ საკუთარი თავის უნდა ვირწმუნოთ და ვცადოთ, განმეორებითი მატჩი უკეთ ჩავატაროთ.

„გოლების გაშვების შემდეგ მატჩი ჩვენთვის მენტალური და ტაქტიკური ასპექტებიდან გამომდინარე ძალიან გართულდა. ინტერი კარგი იყო სადავო ბურთებისთვის ბრძოლაში, რამაც საქმე კიდევ უფრო გაგვირთულა.

„მეორე ნახევარში ჩვენ გაცილებით უფრო დაბალანსებულები, ინტენსიურები და ცივსისხლიანები ვიყავით. იმედი მაქვს, რომ მეორე მატჩში ჩვენ მოედანზე ასეთი განწყობით გავალთ.

„ვესაუბრე  თუ არა ბიჭებს ? მათ იციან, რომ ასეთი თამაშის ჩვენება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ კმარა. ისინი მონდომებულები არიან და მეორე მატჩს მოუთმენლად ელოდებიან.

„ლეაუ ? მას დღეს თამაში არ შეეძლო. განმეორებით მატჩამდე 6 დღეა დარჩენილი და იმედი გვაქვს, ის თამაშს მოახერხებს.“