პიოლი:“ ჩვენ შეცდომების უფლება აღარ გვაქვს“
მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ლაციოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება და ვიცით, რომ შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს.
„ვფიქრობ, რომ გუნდის ნაჩვენები თამაში და მოპოვებული ქულების რაოდენობა ბოლო ტურებში ერთმანეთს არ შეესაბამება, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და სიტუაციის გამოსწორება ვცადოთ.
„ლაციოსთან მარცხი პირველ წრეში ? ეს მიმდინარე სეზონში ჩვენი მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი იყო, თუმცა ჩვენ საჭირო დასკვნები გავაკეთეთ და ახლა უკეთ მომზადებულები ვართ.
„ლეაუ ? მას მატჩის მსვლელობისას სიტუაციის წაკითხვის უნიკალური უნარი აქვს, რაფა ჩვენ მეტ ტაქტიკურ ვარიაციას გვაძლევს.“