Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ჩვენ ზედმეტად ქაოტურები ვართ, ქულების ასე განიავება არ შეიძლება…“

მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ლეჩესთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მეორე ნახევარში ვთამაშობდით ზედმეტად ჩქარა და ქაოტურად, რაც ჩვენ არ გვახასიათებს. გვქონდა არაერთი შანსი, რომ სხვაობა 3 ბურთამდე გაგვეზარდა და თამაში მოგვეკლა, თუმცა ზედმეტი სიჩქარის გამო შანსებს ვერ ვიყენებდით, მეტოქემ კი თავისი შანსები კარგად გამოიყენა.

„იყო თუ არა გუნდის მიდგომა პსჟ-სთან მატჩის შემდეგ პრობლემა ? არა, ჩვენ შეხვედრა კარგად დავიწყეთ, რაც ანგარიშზეც აისახა, თუმცა სიჩქარისა და ელემენტარულ მომენტებში დაკარგული ბურთები ძალიან დიდი პრობლემაა, ამის გამო ჩვენ უკვე მეორე შეხვედრაში ვკარგავთ ქულებს. არ გვაქვს უფლება, 2-ბურთიანი სხვაობა გავანიავოთ და ქულები წყალში გადავყაროთ.

„კალაბრია და ლეაუ ? მათ ტესტების გავლა მოუწევთ, თუმცა ვფიქრობ, რომ საქმე კუნთის გადაღლილობასთან გვაქვს და სერიოზული არაფერია.“