Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ დერბი წარსულს უნდა ჩავაბაროთ და ჩემპიონთა ლიგაზე გადავერთოთ, ტონალი ?…“

მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ნიუკასლთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„დავივიწყეთ თუ არა დერბიში განცდილი მარცხი ? ჩვენ დერბისთვის აქტიურად ვემზადებოდით და შედეგის გამო იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ახლა ცხვირის ჩამოშვების დრო არ არის, ჩვენ ძალიან რთულ ჯგუფში ვართ და ხვალინდელ მატჩში 100 პროცენტით კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.

„არის თუ არა ეს ყველაზე რთული მომენტი ჩემს მილანურ კარიერაში ? ჩვენ ბოლო წლებში ბევრი კარგი და რთული მომენტი გამოვიარეთ, მე კარგად მესმის, თუ რამდენად მძიმე იყო დერბიში მარცხი, მაგრამ ეს სეზონის დასაწყისია და ჩვენ წინ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება.

„ტონალი ? მე მას მატჩამდე და მატჩის შემდეგ ჩავეხუტები. ვიცი, რომ მისთვის სან სიროზე დაბრუნება ძალიან ემოციური მომენტი იქნება.

„რა არის ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე ? ჩვენ გასული სეზონის გაუმჯობესება და ფინალში თამაში გვსურს, მაგრამ ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ. პსჟ ჯგუფში ფავორიტია, ნიუკასლი და დორტმუნდი ძალიან ძლიერები არიან, ამიტომ ჯგუფიდან გასვლისთვის ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევს.

„როგორ თამაშს ველოდები ნიუკასლისგან ? ნიუკასლი კლასიკური ინგლისური გუნდია, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელებითა და ინტენსიური სტილით, მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ჩვენ გამოწვევებისთვის მზად ვართ.

„არის თუ არა რეინდერსი შეუცვლელი ფეხბურთელი ? ის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა შეუცვლელი. ის რომ შეუცვლელი იყოს, მილანი ძალიან პროგნოზირებადი ვიქნებოდით.“