Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ კვარას გაჩერება რთული იქნება, მაგრამ…“

მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ნაპოლისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ არც თუ ისე კარგი პერიოდი გვაქვს, რომლის დასრულებაც არა საუბრით, არამედ მოედანზე კარგი თამაშის ჩვენებით შეგვიძლია და ამისთვის ნაპოლი შესანიშნავი მეტოქეა.

„მილანი ძლიერი გუნდია, რაც ჩვენ ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ უნდა დავამტკიცოთ. ნაპოლი ამ სეზონში უკონკურენტოა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ძლიერი თვისებები გვაქვს, რომელთა გამოყენებას ვეცდებით.

„4-მცველიან სქემაზე დაბრუნება ? ჩვენ ასეთ მატჩებში კიაერის გამოცდილება, მისი ცივსისხლიანობა და სიმშვიდე გვჭირდება, ის თავს საუკეთესოდ სწორედ ამ სქემაში ავლენს, ამიტომ ძველ ტაქტიკაზე დაბრუნება გადავწყვიტეთ>

„როგორ უნდა გავაჩეროთ კვარა ? ეს რთული ამოცანაა, მაგრამ ჩვენ არა მხოლოდ კვარაზე, არამედ ნაპოლის სხვა ფეხბურთელებზეც უნდა ვიფიქროთ, გუნდმა შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს, რადგან ნაპოლი ბევრ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.“