Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ლეაუს გარკვეული ტკივილი კვლავ აწუხებს“

მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ინტერთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„სამწუხაროდ, ლეაუს გარკვეული ტკივილი კვლავ აწუხებს და ის დღეს ვერ დაგვეხმარება, ამიტომ ჩვენ ფონს გასვლას სხვა თვისებებით შევეცდებით. თუ გუნდი სოლიდურად და ხასიათით ითამაშებს, მეტოქის დამარცხება ასეც შეგვიძლია.

„როგორ მოვემზადეთ მატჩისთვის ? ჩვენ კარგად ვიცით, რომ კონკრეტულ ტაქტიკურ მომენტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. მე ამ შეხვედრას დიდი ენთუზიაზმითა და ენერგიით ვხვდები, რადგან ასეთ მნიშვნელოვან მატჩებს გამორჩეული მოტივაცია ახლავს თან.

„ამ მატჩში გულს, ვნებას, თუმცა ამავრდოულად ცივსისხლოანობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. არ უნდა დაგვავწიყდეს, რომ წინ 180 წუთი გველოდება, ამიტომ საჩქარო არაფერია, მაგრამ კარგი იქნება, თუ განმეორებითი მატჩის წინ გარკვეულ უპირატესობას მოვიპოვებთ.“