პიოლი:“ ლეაუს თამაში ხვალინდელ მატჩში გამორიცხული არ არის…“
სიმონე ინძაგის შემდეგ (იხილეთ აქ), მილანური დერბის წინ პრეს-კონფერენცია სტეფანო პიოლიმ გამართა.
„ჩვენ წინ ძალიან რთული, მნიშვნელოვანი და დაძაბული შეხვედრა გველოდება გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ბოლო პერიოდში ფორმა დაიბრუნა და შეხვედრას პოზიტიურ პერიოდში ხვდება. ჩვენ მოედანზე გუნდური სულისკვეთების, ხარისხის, კონცენტრაციის და მონდომების გამოვლენა მოგვიწევს.
„ლეაუ ? ჯერჯერობით ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით. რაფა და გუნდის სამედიცინო შტაბი საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მაცნობებენ. თუ ის მზად იქნება, ჩვენ მას გამოვიძახებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ ითაამშებს.
„არის თუ არა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დერბი ? ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, რომელიც მილანურ დერბის, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნიკალური და ყველასგან გამორჩეული მატჩია, დამატებით მნიშვნელობას სძენს. ჩვენ ამ 180-წუთიანი დუელით სიამოვნება უნდა მივიღოთ და ქომაგებს საუკეთესო სანახაობა ვაჩუქოთ.
„არის თუ არა ინტერი ფავორიტი ? ფავორიტებზე სხვებმა ისაუბრონ, ჩვენ ჩემპიონატს ტოტენჰემი და ნაპოლი გამოვთიშეთ და ვიცით, რომ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ თამაში შეგვიძლია.
„როგორ ვითამაშებთ ლეაუს გარეშე ? რაფას გამორჩეული მახასიათებლები აქვს, თუ ის ხვალ თამაშს ვერ შეძლებს, ჩვენ სხვა ფეხბურთელებისა და მათი შესაძლებლობების გამოყენებას ვეცდებით.
„სავსე სან სირო ? ქომაგების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცდებით, რომ სტადიონიდან წამოსული ენერგია გამოვიყენოთ, ეს აუცილებლად დაგვჭირდება.“