პიოლი:“ მე დომინანტი მილანის ხილვა მსურს, მალდინი და მასარა ?…“
მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ამერიკულ ტურნეში გამგზავრების წინ Sky Sport-თან ისაუბრა.
„მილანის ახალი ფეხბურთელები ? მე ბედნიერი მილანის ხილვა მსურს, ფეხბურთელების, რომლებიც აქ ყოფნით, ერთად ფეხბურთის თამაშით და ამ გამორჩეული მაისურის ტარებით სიამოვნებას იღებენ.
„გუნდში ძალიან დიდი ენთუზიაზმი იგრძნობა და ჩვენ გვჯერა, რომ წინ ძალიან რთული, მაგრამ ამავდროულად წარმატებული სეზონი გველოდება.
„სკუდეტო ? სკუდეტოს მოპოვება ძალიან რთულია და ეს 2 წლის წინ ჩვენს მიღწევას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, აქ ყველაფერთან ერთად იღბალიც გჭირდება, ევროპულ ტურნირებზე ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.
„ვინ არის გასახდელის ლიდერი იბრას წასვლის შემდეგ ? ზლატანის შეცვლა შეუძლებელია, თუმცა თუ ერთი სახელის დასახელებას მთხოვთ, ეს მაიკ მენიო იქნება.
„მაიკს გამორჩეული მენტალიტეტი აქვს და ყოველთვის სურს, რომ საუკეთესო იყოს, ის მისაბაძი მაგალითია.
„ლეაუ ? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ რაფას მეტი მუშაობა მართებს, რადგან ეს მისი პოტენციალის მაქსიმუმი არ არის.
„ლოფტუს-ჩიკი ? ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, რომელიც როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევა. ჩვენ დომინანტი და სანახაობრივი ფეხბურთის თამაში გვსურს, მას კი აქვს ის მახასიათებლები, რაც ჩვენ გასულ სეზონში გვაკლდა.
„რეინდერსი ძალიან ხარისხიანი, ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც გუნდს საქმეს უმარტივებს. მას სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლია თამაში და ერთი ერთზე სიტუაციებს თავს კარგად ართმევს.
„მალდინისა და მასარას გუნდიდან წასვლა ? მილანმა ამ თავის დასრულება გადაწყვიტა, მაგრამ ისტორია არაფერს ივიწყებს. ჩვენ ერთად ძალიან კარგად ვიმუშავეთ, მათ მილანისთვის ბევრი გააკეთეს, ახლა კი მილანში ახალი ხალხი და ახალი ენთუზიაზმია.“