Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ მილანი სახლში ემპოლის უნდა ამარცხებდეს…“

მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ემპოლისთან მატჩის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ეს არ არის ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვსურდა. ჩვენ ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, გუნდი ინტენსიურად და კარგ ტემპში თამაშობდა, თუმცა ბურთს მეტოქე გუნდის კარში შესვლა უბრალოდ არ უნდოდა.

„შედეგი დასანანია, მაგრამ გუნდი კარგ ფორმაშია და ნეგატიური შედეგის მიუხედავად, მე მილანისგან პოზიტიური თამაში ვნახე.

„შარლე ? ის ვარჯიშების დროს ძალიან კარგად მუშაობს და გუნდისთვის საჭირო რესურსი გახლავთ. ჩვენი პრობლემა არა როტაცია, არამედ შექმნილი მომენტების გამოუყენებლობა გახლავთ.

„ჩვენ ასეთი ინტენსიურობით, კონცენტრაციით და ენერგიით დიდი ხანია არ გვითამაშია, თუმცა ფაქტია, რომ მილანმა სახლში ემპოლი ვერ დაამარცხა, ეს კი მიუღებელი შედეგია და ეს ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით.

„სხვაობა ნაპოლისთან მატჩთან ? ნაპოლისთან ჩვენ პირველივე მომენტში გავიტანეთ, რაც მეტი სივრცეები გააჩინა, რომელთა გამოყენებაც კარგად შევძელით, ემპოლი კი თავს კარგად იცავდა, თუმცა მომენტები საკმარისზე მეტი გვქონდა და ჩვენ 3 ქულის მოპოვება გვმართებდა.“