Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:” მილანს საკუთარ თავში რწმენა არასოდეს დაუკარგავს”

მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ პსჟ-სთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული, ინტენსიური და მაღალი დონის მატჩი გამოვიდა, რომელშიც მილანმა თავისი რეალური შესაძლებლობები ყველას დაანახა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

„რთული პერიოდისა და ჩვენს მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიუხედავად, მილანს საკუთარ თავში რწმენა არასოდეს დაუკარგავს. ვიცოდით, რომ ეს ჩავარდნა მხოლოდ უიღბლობის ბრალი იყო, რადგან ჩვენ თითქმის ყველა შეხვედრა კარგად ჩავატარეთ და მხოლოდ გოლები გვაკლდა, დღეს კი მომენტების გამოყენება კარგად შევძელით.

„წინ ჯგუფში კიდევ 2 უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება. ჩვენ მომდევნო შეხვედრა დორტმუნდთან გვაქვს, რომელიც ჩვენი პირდაპირი კონკურენტია და ეს შეხვედრა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

„ლეაუ ? მას დიდებული მატჩი ჰქონდა, ეს უნდა იყოს რაფას სტანდარტი, თუ ის ყველა შეხვედრაში ასეთი მონდომებული იქნება, ის უმაღლეს დონეს მიაღწევს.

„მინდა ქომაგებს უდიდესი მადლობა ვუთხრა. ვიცი, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული სირთულეები გვქონდა, მაგრამ მათი გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდით და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“