Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ნაპოლისთან გამარჯვება პირველი ნაბიჯი იყო…“

მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ემპოლისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ გასულ ტურში ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ< თუმცა ეს საბოლოო მიზნისკენ გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

„მატჩებში გამარჯვებისთვის პირველ რიგში შესაბამისი მიდგომაა საჭირო, შემდეგ მოტივაცია და ხარისხი. ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის ბოლო ტურამდე ბრძოლა მოგვიწევს.

„ბერლუსკონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ? ჩვენ დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ის გამოჯანმრთელებას უმოკლეს დროში მოახერხებს და სან სიროზე მილანის მატჩებზე დასწრებას გააგრძელებს.

„ლეაუ ? მან, როგორც მთელმა გუნდმა, რთული პერიოდი გამოიარა, მაგრამ რაფამ იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის გუნდისთვის. მას ზედმეტი ნერვიულობა არ სჭირდება, ის მილანის ერთ-ერთი ლიდერია.

„სასტარტო შემადგენლობა ? ჯერჯერობით გადაწყვეტილი მიღებული არ მაქვს. ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელის ფიზიკური კონდიციები უნდა განვიხილოთ და ამის შემდეგ გადავწყვეტ, ვინ დაიწყებს სასტარტოდან.“