პიოლი:“ ქომაგების კრიტიკა სრულიად დამსახურებულია, მილანს ასეთი თამაში არ ეკადრება…“
მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ უდინეზესთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენი მიზანი დღევანდელ მატჩში გამარჯვება იყო და შედეგის გამო იმედგაცრუებულები ვართ. გუნდმა შეხვედრა თავიდანვე ცუდად დაიწყო, გვაკლდა ტემპი, მონდომება და ხარისხი, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც.
„ვიცით, რომ ტრავმების გამო გარკვეული პრობლემები გვაქვს, მაგრამ ეს თავის გასამართლებელი საბუთი ვერ გახდება. ჩვენ სიტუაციის რადიკალურად შეცვლა გვჭირდება და ამის გაკეთება პსჟ-სთან მატჩიდან უნდა დავიწყოთ.
„ასეთი იმედგაცრუების შემდეგ, პსჟ-ს მსგავსი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ თამაში კარგიც არის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს კრიზისი დროებითია და მილანს გაცილებით მეტი შეუძლია.
„კრიტიკა ? ქომაგების კრიტიკა და უკმაყოფილება სრულიად გასაგები და დამსახურებულია. გუნდის ცუდი ფორმა პირველ რიგში ჩემი ბრალია და მე ამ კრიტიკას ვიღებ. ვიცი, რომ გუნდს ასეთი თამაში არ ეკადრება და ჩვენ სიტუაციას აუცილებლად გამოვასწორებთ.“