Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ საუკეთესო მილანი ჩემი მოსვლის შემდეგ…“

მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ უდინეზესთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ნაპოლისთან მატჩი ? ჩვენ გასულ ტურში ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით, თუმცა ჩვენივე შეცდომების გამო 3 ქულის მოპოვება ვერ შევძელით. ეს მატჩი ახლა წარსულშია და ჩვენ ხვალინდელ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ.

„ტრავმირებულები ? ლოფტუს-ჩიკი თავს კარგად გრძნობს და ხვალინდელ მატჩში დაგვეხმარება. პულისიჩი ხვალ დასვენების საშუალებას მიიღებს და პსჟ-სთან შეხვედრისთვის დაბრუნდება, როგორც ჩუკვუეზე და ალბათ კიაერი.

„მილანის პროგრესი ? შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჩემი გუნდში მოსვლის დღიდან საუკეთესო მილანია. მე ასეთი კომპაქტური, ხარისხიანი გუნდი არ მყოლია, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ სკუდეტო მოვიგეთ.

„სამწუხაროდ, ტრავმებმა ჩვენს თამაშსა და შედეგებს გარკვეული დაღი დაასვეს, მაგრამ ჩვენ სეზონის სტარტზე ვართ და აუცილებლად მოვუმატებთ.

„იბრას შესაძლო დაბრუნება ? მე ზლატანს დიდ პატივს ვცემ და მოხარული ვიქნები, თუ ის გუნდში დაბრუნდა.

„მცველის გაფორმება იანვარში ? ჩვენ 2 მცველი დავკარგეთ, ამიტომ იანვარში დაცვის ხაზის გაძლიერებას სერიოზულად განვიხილავთ.“