Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ ტორინოს წინააღმდეგ რთული მატჩი გველოდება…“

მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ტორინოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ეს მიმდინარე სეზონში საშინაო არენაზე პირველი მატჩი იქნება და ჩვენ გვინდა, რომ ქომაგებს კარგი სანახაობა ვაჩუქოთ. ჩვენ მათგან ყოველთვის წარმოუდგენელ ენერგიას ვიღებთ და ვეცდებით, რომ პასუხი მოედანზე კარგი თამაშით გავცეთ.

„სიტუაცია სატრანსფერო ფანჯარაზე ? ვფიქრობ, რომ სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე უნდა იხურებოდეს და არ მესმის, რატომ არ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება. ჩემი მთავარი საფიქრალი ახლა ხვალინდელი მატჩია, სხვა საკითხებზე კი გუნდის ხელმძღვანელობა მუშაობს.

„იბრას წასვლის შემდეგ, არის თუ არა ლეაუ გასახდელში ლიდერი ? რაფა უკვე რამდენიმე წელია ერთ-ერთი ლიდერთაგანია. ის განვითარებას აგრძელებს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.

„გუნდის ახალწვეულები ? ხვალ მათ წარმოუდგენელი სანახაობა ელოდებთ. ბევრი მათგანი ჩვენთან მნიშვნელოვანი გუნდებიდან მოვიდნენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სან სიროს ატმოსფერო ყველას გააკვირვებს.

„არის თუ არა ეს ყველაზე ძლიერი მილანი ? ყველა სეზონს თავისი ისტორია აქვს და ერთმანეთთან მათი შედარება რთულია. მე ჩემი ფეხბურთელებით ბედნიერი ვარ და ახლა მნიშვნელობა მხოლოდ აწმყოსა და მომავალს აქვს.

„პრობლემები დაცვაში ? ჩვენ ზედმეტად ბევრ გოლს ვუშვებთ, მაგრამ ეს მხოლოდ დაცვის ხაზის ბრალი არ არის, ჩვენ მეტი გუნდურობა უნდა გამოვავლინოთ.

„ცენტრ-ფორვარდის პოზიცია ? ჩვენ გვყავს ჟირუ, კოლომბო და ოკაფორი, რომელსაც ამ პოზიციაზე თამაში შეუძლია.

„ვინ იქნება ტეოს დუბლიორი ? ჩვენ ბარტესაგის დაწინაურება გადავწყვიტეთ, ის უკვე დიდი ხანია ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მის გარდა, მარცხენა ფლანგზე თამაში კალაბრიასა და ფლორენცისაც შეუძლიათ.

„მთავარი სირთულეები ტორინოს წინააღმდეგ ? მათ ფიზიკურად ძლიერი და ორგანიზებული გუნდი ჰყავთ, ტურინელებთან თამაში მარტივი არავისთვის არის და გამონაკლისი არც ამჯერად იქნება.“