Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ უმნიშვნელოვანესი ქულები, ლეაუს ტრავმა ?…“

მილანის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ლაციოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, მთელი შეხვედრის განმავლობაში სიტუაციას ვაკონტროლებდით. მეორე ტაიმში თამაშის მოკვლა შეგვეძლო, თუმცა საბოლოო ჯამში გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

„ლეაუ ? ის მშვიდად არის. ვფიქრობ, რომ რაფას უბრალოდ კუნთის გადაღლილობა აქვს და არაფერი სერიოზული არ არის.

„ახლა ჩვენ უნდა დავისვენოთ, ძალები აღვიდგინოთ და ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის დავიწყოთ მზადება. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ვიცით, რომ ფინალში გასვლისთვის ყველაფერი გვაქვს.“