პიოლის ბედი მილანში პსჟ-სთან და ლეჩესთან მატჩებში გადაწყდება
იტალიური მედიის ცნობით, მილანის ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის სტეფანო პიოლის მიმართ ნდობას არ კარგავს, მაგრამ სიტუაცია შესაძლოა რადიკალურად მომდევნო 2 მატჩის შემდეგ შეიცვალოს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, უდინეზესთან მარცხის მიუხედავად, ლომბარდიული გრანდის ხელმძღვანელობა პიოლის სრულ ნდობას უცხადებს, მაგრამ გუნდისგან სიტუაციის გამოსწორებას ელოდება.
წყაროს ინფორმაციით, მილანის ხელმძღვანელობა პსჟ-სთან და ლეჩესთან მატჩებში გამარჯვებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სტეფანო პიოლის გუნდიდან წასვლის საკითხის განხილვა აქტიურად დაიწყება…