Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პლატინი:“ ჩეფერინი და ინფანტინო უზურპატორები არიან, სუპერ ლიგა გარდაუვალია…“

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მიშელ პლატაინიმ ფეხბურთში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„ფეხბურთში არსებული სიტუაცია ? სიმართლე არის ის, რომ UEFA-ს პრეზიდენტი ჩეფერინი და FIFA-ს ინფანტინო ძალაუფლების უზურპატორები არიან. მე ფეხბურთისთვის ვმუშაობდი, ისინი კი პოლიტიკით არიან დაკავებულები.

„ფეხბურთში არანაირი რეფორმა და განვითარება არ მიმდინარეობს, მათ უბრალოდ მეტი თამაშის გამართვა და შემოსავლის გაზრდა სურთ.

„სუპერ ლიგა ? ვფიქრობ, რომ ამ ან მსგავსი პროექტის შექმნა დროის საკითხია.“