Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

PM: მილანი დალოტის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის გადახდას არ აპირებს

PianetaMilan-ის ინფორმაციით, როსონერი დიეგო დალოტის სანაცვლოდ მოთხოვნილი 18-20 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.

დალოტი მილანს სეზონის სტარტზე მანჩესტერიდან, მშრალი იჯარის წესით შეუერთდა და მიუხედავად იმისა, რომ ის ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრება, პორტუგალიელი ფეხბურთელი პიოლის გუნდის მნიშვნელოვან წევრად განიხილება.

წყაროს მტკიცებით, მილანი დალოტის თამაშით კმაყოფილია, თუმცა არა იმდენად, რომ მის სანაცვლოდ მანჩესტერის მიერ მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს. როსონერი წითელ ეშმაკებთან მოლაპარაკებებს უახლოეს კვირეებში გამართავს და თუ ინგლისელები ფეხბურთელს ფასს არ დააკლებენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მომავალ სეზონში როსონერის შემადგენლობაში ვიხილოთ.