Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

PM: მილანი და ჩალჰანოღლუ შეთანხმებასთან ახლოს არიან

ბოლო კვირეებში ჰაკან ჩალჰანოღლუს კონტრაქტთან დაკავშირებით არაერთი სიახლე გავრცელდა.

რამდენიმე დღის წინ Calciomercato-მ დაწერა, რომ ჰაკანი, რომელიც ამჟამად 2.5 მილიონს იღებს, ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდიდან წასვლას აპირებდა.

PianetaMilan-მა კი რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები მილანსა და ჩალჰანოღლუს შორის წარმატებით მიმდინარეობს. ფეხბურთელს მილანში დარჩენა უნდა, რაც მოლაპარაკებებს ძალიან ეხმარება.