Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პოგბა შესაძლოა უდინეზესთან მატჩისთვის მზად იყოს…

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსის ნახევარმცველი პოლ პოგბა შესაძლოა სერია ა-ს პირველი ტურისთვის ბიანკონერის განკარგულებაში იყოს.

ფრანგი ფეხბურთელი, რომელმაც გასული წლის მიწურულს მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობას განაგრძობს და აქამდე იწერებოდა, რომ პოლი მოედანს სექტებრის ბოლოს დაუბრუნდებოდა.

საბედნიეროდ, პოგბამ დღეს ალესანდრიას წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა მიიღო და თავი გოლითაც გამოიჩნა, ამიტომ არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ფრანგი უდინეზესთან მატჩში გუნდის განაცხადში მოხვდება.