პოგბამ შესაძლოა არაბების წინადადება მიიღოს…
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ შესაძლოა არაბული გუნდების წინადადება მიიღოს და უახლოეს კვირებში ტურინული გრანდის რიგები დატოვოს.
ტრავმების გამო ჩაგდებული პირველი სეზონის შემდეგ, იუვენტუსის ქომაგები პოლისგან გაცილებით კარგი სეზონის მოლოდინში არიან, თუმცა ფრანგი მუხლის პრობლემების გამო გუნდთან ერთად მუშაობას კვლავ ვერ ახერხებს და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის სეზონის სტარტისთვის მაქს ალეგრის განკარგულებაში იყოს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ალ-ჰილალი პოლს არსებული რთული ფიზიკური კონდიციების მიუხედავად სეზონში 40-45 მილიონ ევროს სთავაზობს და თუ ფრანგმა იუვეს დატოვება გადაწყვიტა, ბიანკონერი მისი გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.