Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Populous-ის დირექტორი:“ მილანს და ინტერს მსოფლიოში გამორჩეული სტადიონი ექნებათ“

კომპანია Populous-ის დირექტორმა კრისტოფერ ლიმ, რომლის კომპანიაც მილანის და ინტერის ახალ სტადიონს – The Cathedral-ს ააშენებს, პროექტის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„მილანს და ინტერს ექნებათ მსოფლიოში უნიკალური სტადიონი, რომელიც ქომაგებს დაუვიწყარ სანახაობას და ემოციებს აჩუქებს, თუმცა ეს არ იქნება ადგილი, სადაც მხოლოდ მატჩის დღეს შეგეძლება მისვლა.

„სტადიონის მიმდრებარე ტერიტორიაზე გაშენდება უამრავი პარკი თუ მწვანე ტერიტორია, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას მისცემს.“