პოზიტიური ინფორმაცია ნაპოლის ლაზარეთიდან…
ფროზინონეს დამარცხების შემდეგ, იტალიის ჩემპიონები სასუოლოსთან მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ და რუდი გარსიას განკარგულებაში ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა.
ნაპოლის ოფიციალური განცხადების მიხედვით, სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და ის ნეროვერდისთან მატჩში აძურის განაცხადში იქნება.