Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ მოურინიოსთან მოლაპარაკებებს აგრძელებს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პსჟ-სა და ჟოზე მოურინიოს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და პარიზელებს იმედი აქვთ, მომდევნო სეზონიდან გუნდს პორტუგალიელი სპეციალისტი ჩაიბარებს.

RMC Sport-ის ცნობით, ჟოზეს აგენტი ჟორჟე მენდეში პსჟ-ს დირექტორს ლუის კამპოსს არაერთხელ შეხვდა და მხარეები პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობენ.

ჟოზეს მიმდინარე კონტრაქტი რომასთან 2024 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა ბოლო პერიოდში მან გუნდის შემადგენლობის სიღრმის ნაკლებობის გამო უკმაყოფილება არაერთხელ დააფიქსირა, რამაც გუნდის ხელმძღვანელობასთან ურთერთობა გაუფუჭა და არ არის გამორიცხული, რომ მხარეებმა თანამშრომლობა სეზონის ბოლოს დაასრულონ.