პსჟ კვარას სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას იხდის…
იტალიური მედიის ინფორმაციით, პსჟ ნაპოლის ქართველი ტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას ტალანტით ინტერესდება და მის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ამზადებს.
ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში სადებიუტო სეზონს ატარებს, ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული გახლავთ. მის აქტივში ჩატარებულ 29 მატჩში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, პსჟ კილიან მბაპეს შესაძლო შემცვლელს ეძებს, რომელმაც პარიზული გუნდი შესაძლოა სეზონის ბოლოს დატოვოს და მათი პრიორიტეტი სწორედ კვარა იქნება. გამოცემის მტკიცებით, პარიზელები, რომლებსაც კატარელი მფობელები ჰყავთ, კვარას სანაცვლოდ დაახლოებით 170-180 მილიონ ევროს გადაიხდიან…