პსჟ-ს კოლოსალური წინადადება ნაპოლის…
ფრანგული მედიის ინფორმაციით, შედეგებით უკმაყოფილო პსჟ-ს ხელმძღვანელობა ზაფხულში შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს და მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე ნაპოლის ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი იქნება.
RMC Sport-ის ცნობით, პარიზელები ვარსკვლავური ტრიოს: მბაპე-ნეიმარი-მესის დაშლას და შეტევის ხაზის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
წყაროს ინფორმაციით, პარიზელები არც ნიგერიელის მაღალ ფასს შეუშინდებიან და ზაფხულში ნაპოლის მის სანაცვლოდ 120-130 მილიონ ევროს შესთავაზებენ, რაზეც უარის თქმა დე ლაურენტისს გაუჭირდება…