პულიშიჩის ტრანსფერში იუვეს კონკურენციას მილანი გაუწევს
გავლენიანი გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, იუვენტუსი და მილანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩელსის ფეხბურთელის კრისტიან პულიშიჩის გაფორმებას ეცდებიან.
ბიანკონერი ანხელ დი მარიას შემცვლელის ძიებაშია, რომელიც გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს, როსონერი კი მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას უკვე დიდი ხანია ცდილობს და მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ჩელსის ვინგერი გახლავთ.
პულიშიჩს მიმდინარე კონტრაქტი ლურჯებთან 2024 წლის ზაფხულში ეწურება და ის გუნდის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ იტალიურ გრანდებს მისი გაფორმება დაახლოებით 20 მილიონ ევროდ შეეძლებათ.