პულისიჩი ლეჩესთან მატჩს გამოტოვებს
იტალიური მედიის ინფორამციით, კრისტიან პულისიჩი მომდევნო მატჩში მილანის დახმარებას ვერ შეძლებს.
ამერიკელმა ფეხბურთელმა ტრავმა პსჟ-სთან მატჩში მიიღო და იმის მიუხედავად, რომ მისი დაზიანება სერიოზული არ არის, ლომბარდიული გრანდის სამედიცინო შტაბი რისკზე წასვლას არ აპირებს და პულისიჩს დასვენების საშუალებას მისცემს.
Sky Sport-ის ცნობით, პულისიჩის ადგილს ლეჩესთან მატჩში სამუელ ჩუკვუეზე დაიკავებს.