Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პულისიჩის ტრავმა სერიოზული არ არის

მილანის ფეხბურთელის კრისტიან პულისიჩის ტრავმა სერიოზული არ არის და ამერიკელი ფეხბურთელი გუნდის განკარგულებაში მომდევნო მატჩიდან დაბრუნდება.

ამერიკელმა ფეხბურთელმა დაზიანება პსჟ-სთან მატჩის მსვლელობისას მიიღო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

ანტონიო ვიტიელოს ინფორმაციით, პულისიჩმა რამდენიმე საათის წინ შემოწმება ჩაიტარა და მას არანაირი სერიოზული ტრავმა არ დაუდასტურდა.