Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რა ჭირდება იტალიას ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად…

იტალიის ნაკრებმა გუშინ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და 5-2 დაამარცხა, მაგრამ აძურის ჯერჯერობით ევროპის 2024 წლის ტურნირზე საგზური არ გაუნაღდებია.

იტალიას და უკრაინას ჯგუფში 13-13 ქულა აქვთ, ამიტომ ამ გუნდებს შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტური გადამწყვეტი აღმოჩნდება.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მატჩი 20 ნოემბერს, გერმანიაში გაიმართება, რომელშიც ევროპის მოქმედი ჩემპიონისთვის ქულაც საკმარისი იქნება, უკრაინას კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.