რა თანხა გამოიმუშავა ნაპოლიმ მიმდინარე სეზონში…
ნაპოლიმ 33-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი სკუდეტმო მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზეც ისტორიულ შედეგს მიაღწია, რაც გუნდის ფინანსურ სიტუაციაზეც პოზიტიურად აისახა.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლის შემადგენლობის საერთო ღირებულება სეზონის სტარტთან შედარებით 450 მილიონი ევროდან 640 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
პარტენოპეიმ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც გუნდი ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, 75 მილიონი ევრო მიიღო.
სერია ა-ში გამარჯვებისთვის ნაპოლი Lega Serie A-სგან 23.4 მილიონ ევროს, UEFA-სგან კი დამატებით 10 მილიონ ევროს მიიღებს, ამ ყველაფერს კი სპონსორებისგან სხვადასხვა ბონუსები დაემატება…