Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რაბიო იუვენტუსს სეზონის ბოლოს დატოვებს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ადრიენ რაბიომ იუვენტუსის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ფრანგ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან სეზონის ბოლოს ეწურება და ბიანკონერის მასტან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურდა, თუმცა FootMercato-ს ცნობით, რაბიომ იუვენტუსის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა.

წყაროს ცნობით, ფრანგ ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში თამაში სურს, სადაც მას მსურველები საკმარისზე მეტი ჰყავს…