Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რადუ კარიერას ასრულებს, თუმცა ლაციოში დარჩენას გეგმავს

ლაციოს შტეფან რადუ მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს, თუმცა ის დიდი ალბათობით ბიანკოჩელესტის რიგებში დარჩება.

36 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ფაქტობრივად სათამაშო დროს არ იღებს და მან უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას გეგმავს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, რადუ ლაციოს ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი გახდება და პარალელურად პრო ლიცენზიისთვის მზადებას შეუდგება.

რადუ ლაციოს რიგებში 2008 წლიდან ასპარეზობს და მას გუნდის ისტორიაში სარეკორდო – 426 მატჩი დაუგროვდა.