Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალი ანჩელოტის შეცვლას დე ძერბის კანდიდატურით განიხილავს

რეალი კარლო ანჩელოტის შემცვლელის ძიებაშია, რომლის მიმდინარე კონტრაქტი ბლანკოსთან სეზონის ბოლოს იწურება და ესპანური გამოცემა Sport-ის ცნობით, მადრიდული გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბრაიტონის იტალიელი თავკაცი რობერტო დე ძერბი გახლავთ.

დე ძერბი ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სპეციალისტად მოიაზრება და მის მიმართ ინტერესს არაერთი იტალიური გუნდი, მათ შორის ნაპოლი და რომა იჩენენ, თუმცა რობერტოს გასაფორმებლად ნებისმიერ მხარეს დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

რობერტოს მიმდიანრე კონტრაქტი თოლიებთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ მის მიმართ არსებული ინტერესის ფონზე რთული წარმოსადგენია, რომ იტალიელი ინგლისური გუნდის სათავეში დიდი ხანი დარჩება…