Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალი დიასის დაბრუნებას გეგმავს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რეალი ზაფხულში ბრაჰიმ დიასის დაბრუნებას გეგმავს.

დიასის მიმდინარე იჯარა მილანში სეზონის ბოლოს იწურება და როსონერის მისი შენარჩუნება სურს, თუმცა კონტრაქტში მითითებული 22 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს, ბლანკოსი კი ამ თანხის შემცირებას არ გეგმავს.

რომანოს ინფორმაციით, ბლანკოსის ხელმძღვანელობა დიასის პროგრესით კმაყოფილია და მომდევნო სეზონისთვის მას გუნდის წევრად მოიაზრებს.