Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალი ლეაუს მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, რეალი მილანის პორტუგალიელი შემტევის რაფაელ ლეაუს ტრანსფერით ინტერესდება.

მილანი ლეაუსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს და იმედი აქვს, რომ სეზონის ბოლომდე მასთან შეთანხმებას მიაღწევს, თუმცა თუ მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს, როსონერის მისი გაყიდვა მოუწევს.

წყაროს ცნობით, ლეაუს გაფორმებით ერთ-ერთი დაინტერესებული გუნდი რეალი იქნება, თუმცა ბლანკოსს კონკურენციას არაერთი ინგლისური გრანდი გაუწევს.